საქართველოს თავდაცვის ძალების  ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 34 წელი გავიდა -ვეტერან გვარდიელებს  პროფესიული დღე  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა - Palitra News

საქართველოს თავდაცვის ძალების  ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 34 წელი გავიდა -ვეტერან გვარდიელებს  პროფესიული დღე  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა

2024-12-20 20:39:15+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე მათ დაღუპული გვარდიელების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თავდაცვის მინისტრმა გვარდიელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული გვარდიის როლზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. გვარდია იყო პირველი სამხედრო შენაერთი, რომლის ბაზაზეც შემდგომში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.