სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბრისა და დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 291 პირი, მათ შორის 38 ჟურნალისტი. უწყების ცნობით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა აქციაზე დაშავებული 164 პირის მიმართ დაინიშნა.