შინაგან საქმეთა სამინისტრო ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით ითხოვს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით ითხოვს

2024-12-20 20:36:01+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით ითხოვს. როგორც სასამართლო სხდომაზე თავად ჯაფარიძემ განაცხადა, წლებია იარაღის ტარების უფლება აქვს და რამდენიმე იარაღს ფლობს. როგორც პოლიტიკოსი განმარტავს, იმის ფონზე, რომ მისი პარტიის წევრებს რკინის ხელკეტებით, ფიზიკურად უსწორდებიან და მასაც ჩაუსაფრდნენ, იარაღი მისთვის თავდაცვის საშუალებაა.