აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე. სანქციებს გუშინ დიდი ბრიტანეთიც შეუერთდა და საქართველოს ძალოვანი უწყების სხვა წარმომადგენლებიც დაასანქცირა. საკითხს გამოეხმაურნენ ქვეყნის შიდაპოლიტიკური მხარეები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.