უწყვეტი პროტესტის 23-ე დღე დედაქალაქში. აქციის მონაწილეები დღეს გლდანის იზოლატორთან შეიკრიბნენ. მოთხოვნები კვლავ უცვლელია - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. დღესვე რამდენიმე მსვლელობა გაიმართა, ამ წუთებში კი მთავარი აქცია პარლამენტთან მიმდინარეობს.