სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბრისა და დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს - Palitra News

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბრისა და დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

2024-12-20 15:46:53+04:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბრისა და დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 291 პირი, მათ შორის 38 ჟურნალისტი. უწყების ცნობით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა აქციაზე დაშავებული 164 პირის მიმართ დაინიშნა.