უწყვეტის პროტესტის 23-ე დღე დაიწყო. აქციის მონაწილეები ამჟამად გლდანის იზოლატორთან შეიკრიბნენ. მოთხოვნები კვლავ უცვლელია - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ისინი უსაფუძვლო და უსამართლო დაკავებებზე, მომიტინგეთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და სხვა დარღვევებზე მიუთითებენ.