რას შეიძლება ემსახურებოდეს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტი - Palitra News

რას შეიძლება ემსახურებოდეს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტი

2024-12-20 12:31:09+04:00

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციის წევრებსა და აქციების დროს დაშავებულებს შეხვდა, დღის განმავლობაში კი დაგეგმილია მისი პრესკონფერენცია. აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს უკვე მეორედ ხვდება. საქართველოში ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით მმართველი პარტიისა და მათი ოპონენტების რიგებში განსხვავებული პოზიციები გვესმის. კონკრეტულად რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.