პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით მილიონ ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს, რითაც ქონება შეიძინეს, რომელიც სხვადასხვა პირებზე გააფორმეს. ორ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო ორს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე მათ ჩამოერთვა უკანონო საქმიანობით მიღებული თანხებით შეძენილი ქონება.