ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლის გაფართოების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ „საბჭო სინანულს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის უახლეს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს. საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. საბჭოს განცხადებით, ძალადობის ყველა აქტი უნდა გამოიძიონ, ხოლო პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.