ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციის წევრებსა და აქციების დროს დაშავებულებს შეხვდა. მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ ეს ვიზიტი მეგობრული ხასიათის იყო და ალენ ბერსეს ასეთი ქმედება მის ლეგიტიმაციას უსვამდა ხაზს. განსხვავებულ აზრზე არიან მათი ოპონენტები. ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ ბერსეს ვიზიტის მიზეზი საქართველოში დემოკრატიის ნიშნულის მკვეთრი ვარდნა იყო. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ვინაიდან ალენ ბერსე ევროპული საბჭოს წარმომადგენელია, მისი შეხვედრების მთავარი მიზანი ადამიანების უფლებების დაცვაა.