ვედანტ პატელი - სანქციების ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება - Palitra News

ვედანტ პატელი - სანქციების ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება

2024-12-20 09:21:52+04:00

სანქციების ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. კერძოდ, მან უპასუხა შეკითხვას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ. პატელმა ისაუბრა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს უკვე გამოცხადებულ სანქციებზეც და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ "ქართული ოცნებამ" საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს „ზურგი აქცია“.