საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - განცხადებაში წერია, რომ გაოგნებულებნი არიან, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიულ ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, რათა კრიტიკოსები გააჩუმოს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი.
ერთობლივ განცხადებაში ქვეყნები მკაცრად გმობენ “ქართული ოცნების” „სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ”.
განცხადებაში მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ შეწყვიტოს რეპრესიული, გადაჭარბებული ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება და გაათავისუფლოს დაკავებულები.