ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაასრულა - რას აცხადებენ პოლიტიკოსები - Palitra News

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაასრულა - რას აცხადებენ პოლიტიკოსები

2024-12-19 21:09:49+04:00

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაასრულა. ალენ ბერსე, ასევე, აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებსაც შეხვდა. რაც შეეხება ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა ევროპისსაბჭოს გენერალურ მსივანთან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებს, რომლებიც ალენ ბერსეს არ შეხვდნენ. აღსანიშნავია ისიც რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილაც შეხვდა მანამდე კი მან შეხვედრა გამართა პრემიერ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და ომბუდსმენ ლევან იოსელიანთან.