თბილისში მომიტინგეთა პროტესტი გრძელდება. უწყვეტი აქციების 22-ე დღეს მსვლელობები დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა. დღეს პროტესტს ქართველი გეიმერები, კალათბურთის მოყვარულები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, ამ წუთებში კი აქტივისტები კვლავ პარლამენტთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.