თეონა აქუბარდია - ბრიტანეთის სანქციებს გაგრძელება მოჰყვება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებშიც - „ქართული ოცნება“ „მელა და ყურძნის“ პოზიციაშია, მაგრამ რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, სისტემა დასუსტებულია - Palitra News

თეონა აქუბარდია - ბრიტანეთის სანქციებს გაგრძელება მოჰყვება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებშიც - „ქართული ოცნება“ „მელა და ყურძნის“ პოზიციაშია, მაგრამ რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, სისტემა დასუსტებულია

2024-12-19 20:26:08+04:00

პროტესტის დამსახურებაა დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციები, ეუთოს განცხადება, ბალტიის ქვეყნების ინდივიდუალური სანქციები, ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების დასანქცირება. რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, მელა და ყურძენი რომ არის, დაახლოებით ამ პოზაში არიან [„ქართული ოცნება]. სისტემა არის დასუსტებული! , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.