რა შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში სალომე ზურაბიშვილის ტრაზბურგში ვიზიტზე - Palitra News

რა შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში სალომე ზურაბიშვილის ტრაზბურგში ვიზიტზე

2024-12-19 15:40:27+04:00

ისტორიული მნიშვნელობის გამოსვლა ევროპარლამენტში - ასე აფასებს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტს და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს შესახებ საუბარს. ხელისუფლების ოპონენტები უერთდებიან პრეზიდენტის მოწოდებას, ევროკავშირმა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების დასაცავად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მმართველი გუნდისთვის კი, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლა შეუმდგარი პერფომანსია, ხოლო განცხადებები - უინტერესო.