სირიელი ამბოხებულების ლიდერი - სირია მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - Palitra News

სირიელი ამბოხებულების ლიდერი - სირია მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

2024-12-19 15:37:38+04:00

სირია მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ სირიელი ამბოხებულების ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, ქვეყანა ომით დაიღალა და სირია, როგორც მეზობლებისთვის, ისე მსოფლიოსთვის, საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან, ალ-შარაამ აღნიშნა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას. მისი თქმით, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი ტერორისტული დაჯგუფება არ არის და დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღება უნდა მოხდეს. სირიელი აჯანყებულები დამასკოში გასულ კვირას შევიდნენ, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა დამასკო დატოვა და რუსეთში გაემგზავრა. ასადი სირიის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა. მანამდე, 1971 წლიდან ქვეყნის სათავეში მამამისი ჰაფეზ ასადი იყო.