უკრაინაში ომში, სულ მცირე, 100 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაიღუპა. სამხრეთ კორეელი პარლამენტარი ლი სუნგ-კვონი ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კიდევ 1000 სამხედროა დაშავებული. მისი თქმით, დანაკარგებს შორის არიან მაღალი რანგის სამხედროები. მისივე თქმით, მსხვერპლის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება აიხსნას იმით, რომ ჩრდილოეთ კორეელმა სამხედროები არ ფლობენ საბრძოლო გარემოს, რაც მათთვის უცხოა. ჯერ კიდევ 16 დეკემბერს პენტაგონში აცხადებდნენ, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გარკვეული რაოდენობა დაიღუპა უკრაინაში, რუსეთის მხარეს ბრძოლაში, თუმცა რაოდენობა არ დაუზუსტებიათ