ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები. სხდომის დაწყებამდე კომენტარები გაკეთდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. რა გზავნილებს ელოდებიან ევროკავშირის ლიდერებისგან პოლიტიკური აქტორები.