ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლა იყო - დაშავებულია ორი ე.წ. დეპუტატი - Palitra News

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლა იყო - დაშავებულია ორი ე.წ. დეპუტატი

2024-12-19 15:16:19+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლა იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ე.წ. დეპუტატი, კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები იმყოფებიან.