„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ერთობლივად 5 მილიონ ლარს გამოყოფენ, რომელიც დაზარალებული მოქალაქეების, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად იქნება მიმართული - Palitra News

„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ერთობლივად 5 მილიონ ლარს გამოყოფენ, რომელიც დაზარალებული მოქალაქეების, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად იქნება მიმართული

2024-12-19 13:33:50+04:00

„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ, რომელიც დაზარალებული მოქალაქეების, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად იქნება მიმართული, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.