ისრაელმა იემენში „ჰუსიტების“ ინფრასტრუქტურა დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავებმა იემენში სამიზნე ობიექტებს დაარტყეს, რომლებიც „ჰუსიტების“ მიერ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა. ამასთან, ისრაელის თვითმფრინავებმა იემენში პორტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. „ჰუსიტების“ სატელევიზიო არხის, Al Masirah-ს ინფორმაციით, ისრაელის იერიშებს იემენში 9 ადამიანი ემსხვერპლა.