დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰელი უკრაინაში ჩავიდა - Palitra News

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰელი უკრაინაში ჩავიდა

2024-12-19 12:33:42+04:00

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰელი უკრაინაში ჩავიდა. ჰელიმ კიევში შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან გამართა. მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისგან ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თავი შეიკავა, რაც იმით ახსნა, რომ გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ერთობლივი გეგმები პუტინისთვის მიუწვდომელი უნდა იყოს. როგორც BBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნასაც არ გამორიცხავს. ცნობილი ხდება ისიც, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარების პაკეტს გამოყოფს.