როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ გამოსვლას - Palitra News

როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ გამოსვლას

2024-12-19 12:31:10+04:00

ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საკმაოდ ვრცელ და კრიტიკულ გამოსვლას, პოლიტიკურ სივრცეში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები, ზურაბიშვილის გზავნილებს სრულად იზიარებენ და ამ ფორმატის გამოყენების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ რომ დასავლეთმა, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების დასაცავად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. მმართველი გუნდისთვის კი სალომე ზურაბიშვილის განცხადებები უინტერესოა, რადგან როგორც განმარტავენ, ზურაბიშვილის აქტივობა, მხოლოდ პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნების სურვილითაა განპირობებული.