ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები. ამასთან, ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ.