მძიმე დროება, ცნობილი ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსის რომანია. წიგნის ორიგინალი 1854 წელს მწერლის სამშობლოში გამომცემლობა Bradbury and Evans-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
რომანში მოქმედება ვითარდება გამოგონილ ქალაქ „კოკეტაუნში“, რომელიც წარმოადგენს ინდუსტრიული ინგლისის არქეტიპს და გამოკვეთს იმ პრობლემებს, რასაც ინდუსტრიალიზაცია ქმნის, განსაკუთრებით კაპიტალიზმის უსამართლო და ექსპლუატაციურ ბუნებას. ქალაქი „კოკეტაუნი“ სიმბოლოა იმ სამყაროსი, სადაც ინდუსტრიული მანქანები და „ფაქტები“ ადამიანურ ურთიერთობებზე წინ დგას. სამუშაო პირობები მძიმეა, ადამიანები კი გაუცხოებული და დათრგუნული არიან. დიკენსი წინგში გვიჩვენებს, თუ როგორ გადაიქცა ქალაქი „ფაქტებისა და ციფრების“ ადგილად, სადაც ადამიანების ემოციები, ოცნებები და ინდივიდუალური თავისუფლება იგნორირებული და დაუფასებელია.ჩარლზ დიკენსი ინგლისელი მკითხველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალია , მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ ინგლისურ , არამედ მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებაზე, მწერალმა 1836 წლიდან 1870 წლამდე ჯამში 20 ზე მეტი ნოველისა და 3 მოთხრობების კრებულის გამოცემა მოახერხა , მათ შორის არის საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ნაწარმოებები , ოლივერ ტვისტი , საშობაო სიმღერა, ნიკოლას ნიქლბი , დევიდ კოპერფილდი და სხვები.
მწერლის სრული სახელი და გვარი ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსია , ის 1812 წელს ინგლისში , პორტსმუთის გარეუბანში ლენდბორტში დაიბადა. ჩარლზმა პატარაობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე , რისგამოც ვერ შეძლო სკოლის დამთავრება, თუმცა ბავშვობიდანვე ინტენსიურად იყო დაკავებული თვითგანათლებით. მამის გაკოტრების შემდეგ მუშაობდა ლონდონის ვაქსის ქარხანაში, კანცელარიის მწერლად, პარლამენტის სტენოგრაფად და რეპორტიორად. მისმა სამსახურებრივმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ თავის რომანებში - „დევიდ კოპერფილდსა“ და „პაწია დორითიში“ აღწერა. მძიმე დროება მწერლის რიგით მეთხუთმეტე რომანს წარმოადგენს , მიუხედავად იმისა , რომ რომანი მწერლის სხვა შედევრების ჩრდილში მოექცა , მან მაყურებლის ყურადღება მაინც მიიქცია. იგი არაერთხელ იქნა გამოცემული მსოფლიოს სხვა და სხვა ენაზე და გაიყიდა მისი მილიონობით ეგზემპლიარი.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2024 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.