გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის - Palitra News

გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

2024-12-19 09:31:48+04:00

გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის, რათა მას რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს. Reuters-ის ცნობით, 92 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოხმარდება აღჭურვილობას უკრაინის საზღვაო ფლოტის გასაძლიერებლად, მათ შორის მცირე კატერების, სადაზვერვო დრონების, უეკიპაჟო ხომალდების, საბრძოლო მასალების და ნაღმების საწინააღმდეგო დრონების შეძენას. 68 მილიონი თავდაცვის აღჭურვილობაზე დაიხარჯება, მათ შორის რადარებზე, სახმელეთო აღჭურვილობასა და დრონების საწინააღმდეგო რადიო-ელექტრონული ომის სისტემებზე, 26 მილიონი უკრაინისთვის ადრე მიწოდებული სისტემების მხარდაჭერასა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას მოხმარდება, 39 მილიონი კი დრონების საწინააღმდეგო 1 000 რადიო-ელექტრონული ომის სისტემის და უკრაინის შეიარაღებული ძალების დამცავი შესაძლებლობების გასაძლიერებლად რესპირატორებისა და აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაზე დაიხარჯება.