უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პოზიციის შემდგომი გაძლიერების მიზნით ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძირითადი ყურადღება კვლავ ეთმობა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ზელენსკის თქმით, ისინი იზიარებენ საერტო ხედვას, რომლის მიხედვითაც, საიმედო გარანტიები აუცილებელია მშვიდობისთვის. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, კიევი გააგრძელებს მუშაობას პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე უკრაინაში ძალების განლაგებასთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას.