საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნასთნ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული ყველა მოვლენა განიხილა - როგორ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნასთნ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული ყველა მოვლენა განიხილა - როგორ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები

2024-12-19 09:29:52+04:00

სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპარლამენტის სხდომაზე განხილული საკითხები ისევ დღის წესრიგშია. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნასთნ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული ყველა მოვლენა განიხილა. საკითხზე საუბრობენ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ გამოსვლის მთავარი მიზანი რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის ტაშის დაკვრა იყო. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ისტორიული მოვლენა და ქართველი ხალხის პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირება იყო.