ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა - Palitra News

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

2024-12-19 09:28:59+04:00

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრის დეტალები უცნობია. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, პრემიერ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ომბუდსმენ ლევან იოსელიანსა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვიზიტი მეგობრული ხასიათის იყო. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს დღეს უკვე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში დემოკრატიის მკვეთრი დაცემის გამო ჩამოვიდა. ოპოზიცია იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრები შედეგიანი იქნება და მთავრობა