“ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან იმ აგრესორების ღერძისკენ მიათრევს, რომელთა მიზანი დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული. კომისია მიიჩნევს, რომ ხალხის მასიური წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს. ამასთან, ჰელსინკის კომისია იხსენებს, რომ აგვისტოში, „ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ჩინეთის კონსორციუმი ამჟამად, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.