ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციების მორიგ პაკეტზე ღიად საუბრობს - Palitra News

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციების მორიგ პაკეტზე ღიად საუბრობს

2024-12-19 09:26:46+04:00

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციების მორიგ პაკეტზე ღიად საუბრობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ამზადებს დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს. პატელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 4-5 კვირაში „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“. მისივე განმარტებით, პასუხი უნდა აგონ პირებმა, ვინც, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.