აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ - როგორ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები - Palitra News

აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ - როგორ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები

2024-12-18 15:47:30+04:00

უწყვეტი პროტესტის 21-ე დღე დედაქალაქში. აქცია-მსვლელობები თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, საღამოს 19 საათზე კი აქტივისტები ისევ პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. დღესვე ქალების მარში გაიმართა, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.