ირაკლი კობახიძე ალენ ბერსესთან შეხვედრაზე - ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა - შევთანხმდით, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის - Palitra News

ირაკლი კობახიძე ალენ ბერსესთან შეხვედრაზე - ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა - შევთანხმდით, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის

2024-12-18 15:43:35+04:00

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე საქართველოშია. მთავრობის ადმინისტრაციაში ვიზიტის პირველ ეტაპზე, ბერსე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ბერსესთან დიალოგი დადებითად შეაფასა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. სამთავრობო გუნდში ფიქრობენ რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან აუდიენცია ფაქტობრივად, მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს. ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედტა დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილთანაც.