ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე საქართველოშია. მთავრობის ადმინისტრაციაში ვიზიტის პირველ ეტაპზე, ბერსე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. როგორც ცნობოლია, ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან.