თბილისის ცენტრალურ გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები უკვე მე-20 დღეა ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. დღეს აქცია-მსვლელობები თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, საღამოს 19 საათზე კი აქტივისტები ისევ პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. 2 საათზე ქალების მარშია დაგეგმილი, რომელის რესპუბლიკისმ მოედნიდან დაიწყება.