ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვა - Palitra News

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვა

2024-12-18 09:21:16+04:00

დღეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვა . ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს. გენერალურ მდივანთან ერთად თბილისს ეწვევა გენერალური დირექტორი ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საკითხებში, ასევე, გენერალური დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების მიმართულებით. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ვიზიტის მიზანი, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფაა, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.