იტალია და ესპანეთი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ - Palitra News

იტალია და ესპანეთი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ

2024-12-18 09:20:02+04:00

იტალია და ესპანეთი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ. იტალიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა. ესპანეთის საგარეო უწყება კი აცხადებს, რომ დეზინფორმაცია საფრთხეა დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოხატავს რუმინეთის საგარეო უწყებაც. ჩეხეთი კი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს.