დღეს, თბილისში, არაერთ ადგილზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მსვლელობები გრძელდება - Palitra News

დღეს, თბილისში, არაერთ ადგილზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მსვლელობები გრძელდება

2024-12-17 20:20:07+04:00

დღეს, თბილისში, არაერთ ადგილზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მსვლელობები გრძელდება. "არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს - სწორედ ამ სლოგანით, თბილისში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების აქცია-მსვლელობაც გაიმართა. მომიტინგეებს სიმბოლურ მენიუზე მოთხოვნები ჰქონდათ ჩამოწერილი, კერძოდ, თავისუფლება აქციებზე დაპატიმრებულ მოქალაქეებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროინტეგრაცია. პარლამენტამდე აქცია-მსვლელობა ჩაატარეს ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმაც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნისა და ხალხის მისწრაფებას, რომ იყოს დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი. მათივე შეფასებით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში სასტუმროები ფაქტობრივად ცარიელია.