ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - Palitra News

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა

2024-12-17 20:18:36+04:00

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და „ქართული ოცნების“ ბოლო ქმედებები გააკრიტიკეს. ამავდროულად, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გუშინ პირადად მიიწვია. ამავდროულად, მეცოლა აცხადებს, რომ ევროპული მომავლის გზაზე, ევროპარლამენტი საქართველოს გვერდით დგას. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში მიწვევის საკითხს მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა - მან კიდევ ერთხელ, ტრადიციულად, სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა.