"ანტიქართული ნაბიჯი" - სწორედ ასე აფასებენ მმართველ პარტიაში გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დიპლომაური პასპორტის მქონე პირებს ევროკავშირში სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. ქართულ ოპოზიციაში ბრიუსელში მიმდინარე განხილვების შესახებ ასევე აქტიურად საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას იმ ნაბიჯებზე ამახვილებენ, რომელიც პარტნიორებმა სამომავლოდ უმდა გადადგან.