დღეს, თბილისის ქუჩებში უწყვეტი პროტესტის მე-20 დღე გრძელდება. ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. მომიტინგეები კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებენ აქციებზე დაკავებულ თანამოქალაქეებს და კვლავ მოითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.