ლევან ბეჟაშვილი - აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს - ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, მთავრობას მოუწევს დასანქცირება და ეს იქნება ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას - Palitra News

ლევან ბეჟაშვილი - აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს - ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, მთავრობას მოუწევს დასანქცირება და ეს იქნება ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას

2024-12-17 15:32:15+04:00

ერთიანობა - “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ევროპული მომავლისათვის ქართველი ხალხის ბრძოლას სათანადოდ აფასებენ. მისივე თქმით, აშშ ამზადებს ფინანსურ სანქციებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მისი კარის ბიზნესმენებსა და მთავრობის წევრებს შეეხებათ. ამერიკის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ისაუბრა.