ვანუატუში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. CNN-ი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილაში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობა დაზიანდა, კერძოდ, მისი პირველი სართულის ნაწილი ჩამოინგრა. მიწისძვრის შემდეგ აშშ-მა ვანუატუში საელჩო დახურა. მედიის ცნობით, გარდაცვლილია სულ მცირე ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები.