დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება - Palitra News

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება

2024-12-17 12:34:00+04:00

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება. ამის შესახებ მან ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტრამპის თქმით, უკრაინაში ადამიანებს ხოცავენ არნახული მასშტაბით. მანვე აღნიშნა, რომ ორივე მხარეს დაღუპული სამხედროების რაოდენობა ასტრონომიულია. ამასთან, მან განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი არ ფიქრობდა უკრაინაში შეჭრაზე. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებაა საჭირო. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი სასაკლაო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უნდა დასრულდეს.