მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა - Palitra News

მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა

2024-12-17 12:33:15+04:00

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დილით მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც. მედიის ცნობით, აფეთქება დისტანციურად განხორციელდა. 16 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი დაუსწრებლად ცნო სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად. გამოძიების ინფორმაციით, მან პირადად გასცა ბრძანება უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.