პოლიციამ რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს, შემდეგ კი პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ, რა დროსაც კიდევ რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.