უკვე მესამე კვირაა დედაქალაქში მომიტინგეების პროტესტი არ წყდება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე ისევ განახლდება. ამ წუთებში კი სტუდენტები მართავენ აქციას თსუ-ს მე-2 კორპუსთან. დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მსვლელობები. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაა.