საპროტესტო აქციები, პოლიტიკური კრიზისი და ამ ფონზე მეექვსე პრეზიდენტის არჩევა - ამ საკითხებზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მთავრობის მეთაური აქციების უკან გარე ჩარევებსა და მაიდნის სცენარს ხედავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს და არც ამის საშიშროება დგას, რადგან ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ამავე კონტექსტში მან მეექვსე პრეზიდენტის არჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ 29 დეკემბრის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მუშაობას დაიწყებს.